30.1.20
ს/დ 04.02.20
§29 . გვ.48-49 წავკითხოთ და დავიმახსოვროთ;
§31-32 ყვავილოვანი მცენარეები
- წაიკითხე და ისწავლე:
მცენარე ცოცხალი ორგანიზმია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე კვება.იგი ატმოსფეროდან შთანთქავს აირს და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილებით იკვებება...მცენარეთა სამყარო 350 ათაზე მეტ სახეობას ითვლის...
წერითი დავალება:
- რისგან შედგება მცენარე?
- რა განასხვავებს მცენარეებს ?
გაიმეორეთ:
- §1-2
- §4-5
- §6
- § 17
- § 24
- § 25
- § 29
23.1.20
ს/დ 28.01.20
- გაკვეთილი N29
- გავიმეოროთ მე-18 გვერდამდე განვლილი მასლა.
გადავხედე ,,შემაჯამებელ წერას " __ მთლიანობაში არ იყო ცუდი , მაგრამ უკეთ თუ გავართმევთ თავს აჯობებს ❤️
ქვემოთ დაწერილი საკითხები ჰქონდა უმეტესობას შეცდომით , გადახედეთ საკითხებს და დაიმახსოვრეთ !
- რის გარშემო ბრუნავს დედამიწა? [ ღერძი თავისთავად სწორია , მაგრამ სავარაუდო პასუხებში არ იყო დასახელებული ] მაშინ ასე მაინც უნდა მიგეწერათ__ღერძის და მზის!
დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ერთ სრულ შემობრუნებას 24 საათს ანდომებს. დროის მონაკვეთს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე დღე ეწოდება, ხოლო დროის მონაკვეთს მზის ჩასვლიდან მის ამოსვლამდე ღამე.
- იმ მხარეს, რომელიც მზისკენაა მიქცეული დღე იქნება, მეორე მხარეს კი ღამე, შემდეგ კი შეიცვლება მომენტები, იქ სადაც დღე იყო ღამე იქნება დასადაც დღე – ღამე.დედამიწა ბრუნავს დასავლეთიდან აღმოსალეთისაკენ, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.დღე-ღამის წარმოქმნას იწვევს დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო და მისი სიდიდე.დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და ერთ სრულ შემობრუნებას ანდომებს 365 დღე-ღამესა და 6 საათს. 6 საათს ვინახავთ 4 წლის განმავლობაში და ვიღებთ 24 საათს ანუ 1 დღე-ღამეს, სწორედ ამიტომ ყოველ მე-4 წელიწადს 366 დღე-ღამე გვაქვს წელიწადღი და თებერვალი 29 რიცხვითაა, ამ წელს ნაკიანი წელიწადი ეწოდება.
- ჰაერის გარდა სად ვრცელდება ბგერა? __ თხევად და მყარ სხეულებში: წყალი , რკინა , ხე და სხვ.
- ჩამოთვალეთ ბუნებრივი მოვლენები! [ქარი, წვიმა, ქარიშხალი, წყალდიდობა , სეტყვა, თოვა, ცუნამი, მიწისძვრა, გვალვა და ა.შ.]
- იხილეთ სლაიდშოუ! ⤵️
Subscribe to:
Posts (Atom)