27.9.19

მზე

КАРТИНКИ. ОТКРЫТКИ. ПОЗДРАВЛЕНИЯ. С любовью, для Вас ! ЗАХОДИТЕ ! ...

დააწკაპე მაუსით სურათზე და გადიდდება !

დედამიწის შესახებ


როგორ შეიქმნა დედამიწა?
 დედამიწა მტვრის ღრუბლისაგან შეიქმნა. მტვერი მზის გარშემო დიდი სიჩქარით დაფრინავდა, შემდეგ მისმა ნაწილაკებმა ერთმანეთზე მიწებება დაიწყო და ქვის ლოდები წარმოიქმნა, ლოდების ერთმანეთზე შეჯახებით კი - პლანეტები,  დედამიწა სწორედ ერთ - ერთი ასეთი პლანეტაა. დედამიწა - მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდუდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი ორგანიზმებით.

 დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა. XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

 ბიბლიის მიხედვით ცნობილია რომ ღმერთმა დედამიწა 7 დღეში შექმნა :

  •  პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა - აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სინათლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - ,, იყოს ნათელი " და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
  •  მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი ( ატმოსფერო ) და ცეცხლი.
  •  მესამე დღეს - ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა და წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები
  • . მეოთხე დღეს - მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
  •  მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები. 
  • მეექვსე დღეს გაჩნდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი. 
  • მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.