26.3.20

ს/დ


წავიკითხოთ და ვისწავლოთ გვ12-დან 14 -იოს ჩათვლით .

18.3.20

ს/დ 19.03.20

გაკვეთილი ,,ცხოველთა სამყარო " გვ.10- 11

მოიძიეთ ინფორმაცია გუგლში მათ შესახებ,  რაც საინტერსო იქნება თქვენთვის .გნებავთ პრეზენტაცია გააკეთეთ პოვერ პოინტში და გამომიგზავნეთ მესინჯერში , გნებავთ  რვეულში ჩაწერეთ , გადაუღეთ სურათი და ისე მაჩვენეთ ისიც  მესინჯერში . [Irina zaqareishvili] ასე მომძებნით იქ .
ტელეფონზე , აიპადზე , და სხვა მოწყობილობაზე დააინსტალირეთ ზუმის აპლიკაცია . თუ გააკეთებთ გვექნება კვირაში ეღთხელ დისტანციური გაკვეთილი და პირდაპირი ჩართვა .

https://zoom.us/download


Irina Zaqareishvili-ს ფოტო.   ასე გამოიყურება აპლიკაცია ეკრანზე .

26.2.20

ს/დ 27.02.20

38-39 ,, მცენარე და სინათლე "[გვ.65]

რვეულში:
  1. რატომ არ გვხვდება ტყეში ის მცენარეები , რომლებიც გაშლილ, მზიან ადგილას ხარობენ?
  2. როგორ  ჯგუფებად იყოფა ყვავილოვანი მცენარეები?
  3. ჩამოწერე სინათლის მოყვარული მცენარეები.
წაიკითხე და დაიმახსოვრე:

20.2.20

ს/დ 25.02.20

გაკვეთილი 36-37 [გვ61-64]


  • ,,ფოთოლი"__ მოყოლით
  • შეაგროვე ფოთლები და ჩააკარი ს/დ -ის რვეულში 

პასუხი ჩაწერე რვეულში!


19.2.20

ს/დ 20.02.20

§  35. ღერო__ თხრობით
კითხვებზე - პასუხი _ დასაწერად





კლასგარეშე საკითხავი __ წაიკითხე და დაიმახსოვრე 

11.2.20

ს/დ 13.02.20

§33 გვ.53-55__ მოყოლით!

რვეულში__ კითხვებზე-პასუხი:


  1. რისგან შედგება მცენარე?
  2. რა სჭირდება მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის?
  3. რა საერთო ნაწილები აქვთ მცენარეებს?
  4. ჩამოთვალე ფესვის ნაწილები?
  5. დააკოკრეტე ფესვის რა ნაწილით ხდება ნიადაგიდანწყლისა და საკვების შეწოვა?
  6. რაზეა დამოკიდებული ცოცხალი არსებების სიცოცხლე?
ეს კი ტესტის პასუხებია:



გადაამოწმეთ ,კიდევ ერთხელ , დაიმახსოვრეთ სწორი პასუხები ... ხუთშაბათს ისევ ჩავატარებთ!
მომავალ ტესტირებას ამჯერად 4-სმაილიანი შეფასება ექნება!


გისურვებთ წარმატებას ! 



2.2.20

ს/დ 06.02.20

§31-32 ,,ყვავილოვანი მცენარეები"__ თხრობით გვ.50-51

უნდა ვიცოდეთ:

  1. მცენარეთა უმეტეს ნაწილს ყვავილოვანი მცენარეები შეადგენენ , მათ შორის ხეები , ბუჩქები და ბალახები; 
  2. მცენარის ორგანოებია:ფესვი, ღერო , ფოთოლი , ყვავილი და ნაყოფი;
ბუკი თუ კარგ მდგომარეობაში გაქვს IV [გვ.51]დავალება გააკეთეთ1

ვიდეოგაკვეთილი⤵️


⤵️

იხილე ასევე აქ 


გააკეტ5ე ტესტი
ტესტი

ან აქ

30.1.20

ფოტოალბომი





ს/დ 04.02.20

§29 . გვ.48-49 წავკითხოთ და დავიმახსოვროთ;

§31-32 ყვავილოვანი მცენარეები


  • წაიკითხე და ისწავლე:

მცენარე ცოცხალი ორგანიზმია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე კვება.იგი ატმოსფეროდან შთანთქავს აირს და ნიადაგიდან წყალში გახსნილი მინერალური მარილებით იკვებება...მცენარეთა სამყარო 350 ათაზე მეტ სახეობას ითვლის...
ცხოველების და ადამიანების არსებობა შეუძლებელი იქნებოდა ეს პატარა მცენარები რომ არ არსებობდნენ...
მცენარეების მრავალფეროვანი სამყაროდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარცვლოვანი კულტურები:ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი და შვრია ასევე ხილი, ბოსტნეული და სოკო რომლებსაც საკვებად იყენებენ ადამიანები და ცხოველები...
მცენარეები მდიდარია ვიტამინებით და ხასიათდება სამკურნალო თვისებებით, სწორედ ამიტომ უხსოვარი დროიდან ფართოდ გამოიყენება მედიცინაში...



წერითი დავალება:

  1. რისგან შედგება მცენარე?
  2. რა განასხვავებს მცენარეებს ?


გაიმეორეთ:

  1.  §1-2
  2. §4-5
  3. §6
  4. § 17
  5. § 24
  6. § 25
  7. §  29



23.1.20

ს/დ 28.01.20


  • გაკვეთილი N29
  • გავიმეოროთ მე-18 გვერდამდე განვლილი მასლა.

გადავხედე ,,შემაჯამებელ წერას " __ მთლიანობაში არ იყო ცუდი , მაგრამ უკეთ თუ გავართმევთ თავს აჯობებს  ❤️


ქვემოთ დაწერილი საკითხები ჰქონდა უმეტესობას შეცდომით , გადახედეთ  საკითხებს და დაიმახსოვრეთ !

  • რის გარშემო ბრუნავს  დედამიწა? [ ღერძი თავისთავად სწორია , მაგრამ სავარაუდო პასუხებში არ იყო დასახელებული ] მაშინ ასე მაინც  უნდა მიგეწერათ__ღერძის და მზის!

დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და ერთ სრულ შემობრუნებას 24 საათს ანდომებს. დროის მონაკვეთს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე დღე ეწოდება, ხოლო დროის მონაკვეთს მზის ჩასვლიდან მის ამოსვლამდე ღამე.
  1. იმ მხარეს, რომელიც მზისკენაა მიქცეული დღე იქნება, მეორე მხარეს კი ღამე, შემდეგ კი შეიცვლება მომენტები, იქ სადაც დღე იყო ღამე იქნება დასადაც დღე – ღამე.
    დედამიწა ბრუნავს დასავლეთიდან აღმოსალეთისაკენ, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
    დღე-ღამის წარმოქმნას იწვევს დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო და მისი სიდიდე.
    დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და ერთ სრულ შემობრუნებას ანდომებს 365 დღე-ღამესა და 6 საათს. 6 საათს ვინახავთ 4 წლის განმავლობაში და ვიღებთ 24 საათს ანუ 1 დღე-ღამეს, სწორედ ამიტომ ყოველ მე-4 წელიწადს 366 დღე-ღამე გვაქვს წელიწადღი და თებერვალი 29 რიცხვითაა, ამ წელს ნაკიანი წელიწადი ეწოდება.
  • ჰაერის გარდა სად ვრცელდება ბგერა?  __ თხევად და მყარ სხეულებში: წყალი , რკინა , ხე და სხვ.
  • ჩამოთვალეთ ბუნებრივი მოვლენები!  [ქარი, წვიმა, ქარიშხალი, წყალდიდობა , სეტყვა, თოვა, ცუნამი, მიწისძვრა, გვალვა და ა.შ.]
  • იხილეთ სლაიდშოუ! ⤵️